1. პროექტის სახელწოდება: ვექტორული სიდიდეები
და „რაგბი“
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა)
1-2 წინადადებით: ვექტორული
სიდიდეების თვისებების საშუალებით ლელოს გატანის შემდეგ გარდასახვის ხელსაყრელი პირობების
განსაზღვრა
3. პროექტის აქტუალობა:
მოსწავლეებს კვლევა-ძიების პროცესში გაუჩნდებათ სურვილი იცხოვრონ ჯანმრთელი ცხოვრების
წესით, ისწავლიან საკუთარი ქვეყნის მიხწევების
დაფასებას, მოხდება ფასეულობების გაძლიერება; შეძლებენ ვექტორებზე მოქმედებების
გამოყენებას პრაქტიკული ამოცანების გადაწყვეტისას;
4. პროექტის სრული აღწერა:
მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ინტერნეტისა და ენციკლოპედიების საშუალებით: რაგბის ისტორიას, თამაშის წესებს, გაარკვევენ თუ რატომ
ცდილობენ რაგბისტები ლელო კარის ცენტრთან ახლოს
დადონ, დააკავშირებენ ბურთის გადაცემისა და გარდასახვის წესს ვექტორულ სიდიდეებთან,
საჯარიმოს შესრულებისას რა ფაქტორებს აქვს
მნიშვნელობა, შედარებას მოახდენენ სხვა სპორტული
თამაშის წესთან მაგ. ფეხბურთთან; ასევე მოიძიებენ ქართული რაგბის განვითარების შესახებ
ინფორმაციას; ჩაწერენ ინტერვიუს ჩვენი სოფლის
მცხოვრებთან, რობერტი ობოლაძესთან, რომელიც 1980-1990 წწ.-ებში იყო სამგზის საბჭოთა
კავშირის ჩემპიონის და ორგზის თასის მფლობელი გუნდის ქუთაისის „აია“-ს კაპიტანი. მასთან
საუბრისა და დისკუსიის საშუალებით შეეცდებიან გამოთქვან ვარაუდი „გარდასახვის წესისა“
და „საჯარიმოს შესრულების წესის“ შეცვლის შესახებ,
წარმოადგენენ საკუთარ ვერსიას,რის დაცვასაც მოახდენენ ვექტორის თვისებებიდან გამომდინარე;
გაეცნობიან რაგბიში ქულების დარიცხვის სისტემას, და წარმოადგენენ თავიანთ ვერსიას,
უპირატესობას დაამტკიცებენ არგუმენტებით.
5. მონაწილეთა ასაკი:
IX კლასი.
6. ვადები / ხანგძლივობა:
5-6 თვე.
7. პროექტის შესაძლო აქტიობები კლასში:
·
თემის გაცნობა;
·
ჯგუფებად დაყოფა;
·
პირველი ჯგუფი: ინფორმაციის მოძიება ინტერნეტისა და
ენციკლოპედიების საშუალებით, მოამზადებს პრეზენტაციას, მოწვევს ვეტერან რაგბისტს, მოაწყობს
დისკუსიას.
·
მეორე ჯგუფი: შეისწავლის თამაშის წესებს და მოახდენს
მათ დაკავშირებას ვექტორულ სიდიდეებთან, ასევე გაავლებს პარალელს სპორტის სხვა სახეობებთან,
შეიმუშავებს თამაშის წესის და ქულების დარიცხვის ახალ სისტემას, მოემზადება დისკუსიისათვის.
·
მესამე ჯგუფი: ჩაიწერს ინტერვიუს, შექმნის შექმნის ვიდეო
და ფოტო მასალას, გააკეთებს ბუკლეტს „აიას“ წარმატება და რობერტი ობოლაძე.
8. მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები,
რაც შეიძლება შეიქმნას: ჩაწერენ ინტერვიუს, შექმნიან ბუკლეტებს, ვიდეო
მასალას, ფოტო ალბომს. მოსწავლეებს განუვითარდებათ კვლევისა და საკუთარი მოსაზრების
დასაბუთების უნარი, გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებების ადეკვატური აღქმისა და საჭიროების
შემთხვევაში საკუთარი პოზიციის რევიზიის უნარი, აიმაღლებენ მატემატიკური ენის ფლობის
დონეს.
9. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
ინტერნეტი, ენციკლოპედია, ფოტო და ვიდეო აპარატი,
10.
საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
კავშირი: სპორტი, ისტ, მათ. IX.9. მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული
გარდაქმნებისა და მათი კომპოზიციების კვლევა და გამოყენება.
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):
ია ობოლაძე
12. ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: oboladzeia@gmail.com
13. პროექტის ვებ - გვერდი / ბლოგი:
No comments:
Post a Comment