Thursday, June 16, 2016

პროექტი

ჩემი პროექტის "ფუნქცია, ფუნქცია ბუნებაში, ლოგარითმული, მაჩვენებლიანი და ტრიგონომეტრიული ფუნქც" ელექტრონული პორტფოლიო

ტრენინგის  IX დაღე


1. საკუთარი პროექტის წარდგენა
2. დოკუმენტების რედაქტირება გუგლი დრაივში
3. ვიდეო გაკვეთილების გვერდის გაცნობა
4. ტრენინგის შეჯამება და სამომავლო ღონისძიებების გაცნობა


რეფლექსია

იმის შემდეგ რაც განვიხილეთ გეგმის 1 - 3 საკითხი, შევაჯამეთ ტრენინგზე განხილული საკითხები. გავიხსენეთ ისეთი საკითხები, რომლებზედაც კიდევ დავიგროვდა კითხვები.  მოკლედ მიმოვიხილეთ თითოეული მათგანი. ტრენინგი იყო ძალიან ნაყოფიერი, საინტერესო და მნიშვნელოვანი ჩვენი შემდგომი მუშაობის პროცესისათბის. დიდი მადლობა ბატონ გიორგი ჩიჩუას საინტერესო გაკვეთილებისათვის.

Wednesday, June 15, 2016

ტრენინგის VIII დღე
1. დიფერენცირებული სწავლება
2. ფასილიტაციის ტექნოლოგიების განხილვა
3.პროექტის გეგმის შევსების დასრულება
4. პროექტისათვის საბოლოო ფორმის მიცემა და მისი ატვირთვა ბლოგზე


რეფლექსია

  პროექტში შევიტანეთ დიფერენცირებული სწავლებისათვის განკუთვნილი აქტივობები, გავეცანით ფასილიტაციის ტექნოლოგიებს, პროექტი წარმოვადგინეთ დასრულებული სახით და ავტვირთეთ ბლოგზე. დღემ ჩაიარა საინტერესოდ

Monday, June 13, 2016

ტრენინგის VII დღე 
1. შეფასების სხვადასხვა ფორმების განხილვა
2. პროექტის გეგმის შევსება
  • პროექტის აქტიობების შევსება
  • პროექტის მსვლელობის აღწერა
რეფლექსია 
         გავეცანით შეფასების ფორმებს, კერძოდ ბუკლეტის, გაზეთის პრეზენტაციის შეფასების ჩეკლისტებს, მათი გამოყენებისა და შევსების მეთოდებს. ასევე გავეცანით პროექტში მუშაობის პროცესში განმავითარებელ თვითშეფასების ცხრილს და მასზე მუშაობას. პროექტში შევიტანეთ აქტივობები. აღვწერეთ პროექტის მსვლელობა.  დღემ ჩაიარა საინტერესოდ. 

Thursday, June 9, 2016

ტრენინგის VI დღე

1. მოსწავლეთა ნაშრომების ნიმუშების შეტანა
2. ვიდეოს ატვირთვა ბლოგზე
3. ბლოგზე მუშაობა და ელექტრონული პორტფოლიოს შექმნა

  • დიზაინის შერჩევა
  • გვერდების დამატება
  • სხვადასხვა დამხმარე პროგრამების შეტანა
რეფლექსია
მოვახდინეთ მოსწავლეთა ნაშრომების ნიმუშების შეტანა, გავეცანით ბლოგზე მუშაობის წესებსა და სტილს. შევქმენით ელექტრონული პორტფოლიო ბლოგზე შევარჩიეთ დიზაინი და დავამატეთ გვერდები ასევე მოვახდინეთ დამხმარე პატარა პროგრამების დამატება, კერძოდ გამოკითხვის გაჯეტი. მოვიძიეთ სასურველი ვიდეო Youtube - ზე სასურველი ვიდეო რგოლი და მოვახდინეთ მისი გაზიარება ბლოგზე.

პროექტი მათემატიკაში - ტრიგონომეტრია